ოლექსი რეზნიკოვი - ბრიტანეთიდან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩამოვიდა, მალე მეტი „საჩუქარი“ მოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაში M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩავიდა.

რეზნიკოვი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესსა და ბრიტანელ ხალხს მადლობას უცხადებს.

„გაერთიანებული სამეფო დაგვპირდა, მან დაპირება შეასრულა! უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, M270, ჩამოვიდა. დიდი მადლობა ბენ უოლესსა და ბრიტანელ ხალხს. თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ "შევსებას" ბრძოლის ველზე. მალე მეტი „საჩუქარი“ მოვა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მოქმედების რადიუსი დაახლოებით 80 კილომეტრია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა