გივი მიქანაძე - თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„12 აგვისტო გაერო-ს მიერ დაწესდა მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებაზე, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა და ხელშეწყობა.

თანამედროვე მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე, თოთოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.

მსურს თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიან სამყაროში განვითარება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით!" - წერს სოციალურ ქსელში გივი მიქანაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს