ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია

საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ზურაბ ყორღანაშვილმა მიმართეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში, დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა განახორციელა.

"დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი", რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა, ხოლო შემდგომ ეტაპზე, საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან მჭიდრო კავშირს კვლავაც შეინარჩუნებს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში მის აქტიურ ჩართულობას ხელს შეუწყობს.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგრანტო პროექტის "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა"- გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა). ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა"- წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან) გამოვლინდა. რაც შეეხება საგრანტო პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 16 გამარჯვებული გამოვლინდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს