ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის პროგნოზით, უკრაინაში ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადავიდა, რომელიც დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე არ დასრულდება

ომი უკრაინაში გაჭიანურებულ ფაზაში გადავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლომდე არ დასრულდება,- ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰოკენჰალმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუს ოკუპანტებს შეექმნათ ერთდროულად რამდენიმე კრიტიკული პრობლემა. პრობლემებს შორის არის დაბალხარისხიანი სარდლობა, მართვა და რუსების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჯარის წარუმატებლობა უკრაინაში.

დაზვერვის უფროსის აზრით, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთის არმიის ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის გავლენამ, როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ დონეზე. ჰოკენჰალმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, არ არსებობს ნდობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსებსა და სამხედროებს შორის.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგობის ძალამ და დასავლეთის ერთიანობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს