პაატა დავითაია - აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო კვლავ დგას  რუსეთის  აგრესიის და ანექსიის  საფრთხის წინაშე

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დაბრუნების არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია. უფრო მეტიც, გრძელდება ოკუპანტების მიერ ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. ქართული სახელმწიფო კვლავ დგას ანექსიის და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე,-ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა. 30 წლის წინ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაიწყო საომარი მოქმედებები, რომელსაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, შემდეგ კი ღიად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ჯარების ჩართვით, ყველაფერი გააკეთეს, რომ მოეხდინათ აფხაზეთის ოკუპაცია.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ომი დამთავრდა, ძალიან ცდება. ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

სამწუხაროა, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დაბრუნების არანაირი გეგმა არ გააჩნია, არ არსებობს სტრატეგიულად შემუშავებული გზამკვლევი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც იყო ჩადენილი აფხაზეთში ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ დასჯილა არცერთი სეპარატისტი, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. 30 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ერთი სანქცია მაინც გაეცა სეპარატისტების ლიდერებზე. უფრო მეტიც, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლის თავზე, გრძელდება ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. ქართული სახელმწიფო კვლავ დგას რუსეთის აგრესიის და ანექსიის საფრთხის წინაშე”, - აცხადებს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა