„თალიბანმა“ ქაბულში ავღანელი ქალების საპროტესტო აქციის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა

„თალიბანის“ მებრძოლებმა ქაბულში უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით შეკრებილი ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ „თალიბები“ დემონსტრანტების დასაშლელად ჰაერში ისვრიან.

ისინი ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს და მობილური ტელეფონები წაართვეს.

მომიტინგეები სკანდირებდნენ „ „პური, სამუშაო და თავისუფლება“, მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „15 აგვისტო შავი დღეა“ - იგულისხმება დღე, როდესაც "თალიბებმა" 2021 წელს ქაბული აიღეს.

„თალიბების“ ხელისუფლებაში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში, მათ გამოსცეს სხვადასხვა ბრძანება, რომელიც ზღუდავს ქალთა თავისუფლებას, მათ უმეტესობას მუშაობასა და საშუალო განათლების მიღებას უკრძალავს. ამასთან, ქალებს 45 მილზე (70 კმ) მეტ მანძილზე მამაკაცის “დაცვის“ გარეშე მგზავრობა ეკრძალებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა