ნინო ბურჯანაძე - აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების შენარჩუნება

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების შენარჩუნება , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, აფხაზები და ქართველები არ შეიძლება მტრობდნენ ერთმანეთს.

„14 აგვისტოს საბედისწერო მოვლენები და ძმათამკვლელი ომი დაიწყო და ტყვია გავარდა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამ უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად 30 წლის წინ ვიმედოვნებდით, რომ ეს სამარცხვინო ომი მალე დასრულდებოდა და დიდი შერიგებაც მოხდებოდა. თუმცა ამაოდ.

30 წლის თავზე აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია, ასეულობით ათასი დევნილი კვლავ დევნილია საკუთარ სამშობლოში, თითოეული ქართველი კვლავ შორიდან შენატრის აფხაზეთის ულამაზეს მხარეს.

მსურს, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებაც უმძიმესი ვითარების მიუხედავად არ დატოვეს საკუთარი მიწა და დღესაც ქართველობას ღირსეულად ინაჩურნებენ ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრებით.

თითოეულ მათგანს და ყველა ქართველს ვუსურვებ აფხაზეთში ღირსეულ დაბრუნებას, ასევე ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს მინდა მივმართო: ჩვენი დაშორება დამღუპველია, როგორც ქართველებისთვის ასევე აფხაზებისთვის.

აფხაზები და ქართველები არ შეიძლება მტრობდნენ ერთმანეთს. ამას ჩვენი თანაცხოვრების საუკუნეები გვიჩვენებენ და უდიდესი ტრაგედიაც კი ამას ხაზს ვერ გადაუსვამს.

ჩვენ შორის შერიგება არის გარდაუვალი და აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების შენარჩუნება", - ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა