მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

მან ევროკომისიის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ილუზიები არავის აქვს. როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, ეს არის მიმართული იმ ორბიტისკენ, რასაც რუსეთის ორბიტა ჰქვია, ეს არის მკაფიო. საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ძალა არ არის, ეს არის რუსული ძალა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს