ბექა დავითულიანი - ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული მოსაზრებები აქვთ  - რაღაც რელევანტურია, რაღაც  არა

„ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და არის.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 12 პუნქტს დაამუშავებს და ახალ წლამდე მზად იქნება.

„ევროკავშირის ზოგადი შეფასება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება მიუხედავად იმისა, რომ მათ კრიტიკული მოსაზრებები აქვთ მთელი რიგი მიმართულებით. ჩვენ დავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე მზად იქნება. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის შემდეგ, მერე ალბათ, ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე ვიმუშავებთ. რაღაც რელევანტურია, რაღაც არა, რაღაც უბრალოდ, კონტექტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. მათთვის ბუნებრივია მთელი რიგი საკითხები, რომ ასე უნდა იყოს. ამ ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, ეს ისე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება“,-განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს