ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წელს მიღებას ახალ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა” აცხადებს.

ილიაუნის ინფორმაციით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით რეგისტრაციის ბაზის საშუალებით: https://bit.ly/2OWAgr1

პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი გიორგი გოცაძე აღნიშნავს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების შეფასების საფუძველზე.

„ ყველა აპლიკანტს თანაბრად მოეთხოვება ინგლისურის და მათემატიკის დამადასტურებელი ვალიდური სერთიფიკატი ან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სოციალური მუშაობა და კონსულტაცია, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებები, ან მენეჯმენტი, ან სამედიცინო ექიმის კვალიფიკაცია“,- აღნიშნავს გიორგი გოცაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, პროგრამის თანახელმძღვანელი, ნინო მირზიკაშვილი განმარტავს, რომ პროგრამის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო.

„სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობას და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას", - აღნიშნავს ნინო მირზიკაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ კურსდამთავრებული მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების, საჭიროებების და თანამედროვე საკითხების შესახებ ადგილობრივ და/ან გლობალურ/საერთაშორისო კონტექსტში.

„ ასევე პროგრამა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო; სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობას და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყანაში”, - აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში