ლუგანსკის გუბერნატორი - უკრაინელმა სამხედროებმა „ვაგნერის“ მებრძოლების შტაბი გაანადგურეს

უკრაინულმა არტილერიამ აღმოსავლეთ უკრაინაში დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბს დაარტყა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ლუგანსკის ოლქის გუბერნატორზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„უკრაინულმა ძალებმა მტრის შტაბს დაარტყეს, რომლის ადგილმდებარეობა რუსი ჟურნალისტის წყალობით დადგინდა. ამჯერად, წარმატებული დარტყმის შედეგად განადგურდა „ვაგნერის“ შტაბი პოპასნაში“, - აცხადებს გაიდაი.

მისივე თქმით, „დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება“.

უკრაინული მედიის ცნობით, კრემლის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტის, სერგეი სრედას 8 აგვისტოს „ტელეგრამ“ პოსტში „ვაგნერის“ შტაბის მისამართი დაფიქსირდა. კერძოდ, მან გამოაქვეყნა შტაბში ვიზიტის ფოტოები და ერთ-ერთ მათგანზე გამოსახული იყო მისამართი: მირონოვსკაიას 12, პოპასნა. პოსტი მოგვიანებით წაიშალა, მაგრამ ასლები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ „ვაგნერს“ ომის დანაშაულებს უკავშირებენ. დაჯგუფება ყირიმსა და დონბასის რეგიონში 2014 წელს განათავსეს.

„ვაგნერის“ ნაწილები ასევე გაგზავნილია სირიაში, ლიბიაში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, „ვაგნერი“, რომელიც ცნობილია, როგორც კერძო სამხედრო კომპანია, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მებრძოლებისგან შედგება, რომლებიც კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია