ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზებზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ელის.

„„ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. დღეს შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელებმა „ყირიმის პლატფორმა“ გამართეს, რომლის მიზანი ნახევარკუნძულის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით შეწყვეტა იყო. „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი ონლაინ ფორმატში 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის გათავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო