ყოველ დღე და ყოველ ღამე ჩვენ ვხედავთ ახალ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბოროტების ჩადენისა და უკრაინელების მოკვლის რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას ჩვენი მიწის გათავისუფლებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მათ ყველას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს : ოკუპანტების საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, სამეთაურო პუნქტების განადგურება გადაარჩენს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული, ძალიან განსხვავებული, მაგრამ მათ ყველას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს: ოკუპანტების ლოგისტიკის, მათი საბრძოლო მასალის, სამხედრო და სხვა ტექნიკის, სამეთაურო პუნქტების განადგურება გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული, ძალიან განსხვავებული, მაგრამ მათ ყველას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს: ოკუპანტების ლოგისტიკის, მათი საბრძოლო მასალის, სამხედრო და სხვა ტექნიკის, სამეთაურო პუნქტების განადგურება გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. ბოროტების ჩადენისა და უკრაინელების მოკვლის რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას ჩვენი მიწის გათავისუფლებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყირიმიდან რუსეთში გადასვლის მსურველთა ბოლო დღეებში გაჩენილი რიგები ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ესმის ან სულაც გრძნობს : ყირიმში მათი ადგილი არ არის.