ლევან დოლიძე - ცინიზმია “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს

„ცინიზმია “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს! - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას მრჩეველი ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან დოლიძე განმარტავს, ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის პერსპექტივას, არამედ ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ ფუნდამენტს და ქვეყნის მომავალს.

„ცინიზმია “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს! კიდევ უფრო ცინიკურად გამოიყურება მთელი ამ პროცესის დრამატურგია. სუვერენიტეტის დაცვა პროპაგანდით და ზურგს უკან ამოფარებით არ ხდება. ამაში არც ქართულია არაფერი, არც სახელმწიფოებრივი, და არც პრაგმატული! სულ სხვა რამეს გვასწავლის ჩვენი ისტორია!

ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის პერსპექტივას, რომ შევძლოთ კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების მიღწევა, არამედ ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ ფუნდამენტს და ქვეყნის მომავალს.

იმედი მაქვს, კამპანიის არაცნობიერი აქტორები, რომლებიც ცდილობენ თავადაც დაიჯერონ ის რაზეც საუბრობენ, გვიან მაინც დაფიქრდებიან, თუ რა შედეგებამდე მიყავთ ამ ყველაფრით ჩვენი ქვეყანა“,- წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლევან დოლიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია