მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში ყირიმში ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე შესაძლოა, მეტი აფეთქება მოხდეს.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უახლოეს ორ, სამ თვეში მსგავსი ტიპის ინციდენტებს წინასწარმეტყველებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება დავინახოთ უფრო მეტი ის, რაც ახლა ხდება", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მან ასევე მიანიშნა, რომ უკრაინა ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს.

„ეს არის უკანონო ნაგებობა და ყირიმში რუსული არმიის მომარაგების მთავარი კარიბჭე. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები