„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტის წევრები ემიჯნებიან საკუთარი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

“ 2022 წლის 5 აგვისტოს “ევროპელი სოციალისტების” სახელით გაკეთდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს საწინააღმდეგო განცხადება - კერძოდ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოთქმული შეფასება, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნების მეგობრობას.

ჩვენ, “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები

დავით ზილფიმიანი და ზაზა( გელა) მიქაძე ვემიჯნებით და ვერ გავიზიარებთ მსგავს შეფასებებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობანი” - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები