ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრებს, სიმონიშვილი ამბობს, რომ კოლეგებთან კონსულტაციას გაივლის.

სიმონიშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან უხეში ჩარევა პროცესს აზიანებს.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ის, რომ “სამართლიან არჩევნებს” აქვს განცხადება გაკეთებული, რომლის გამოც არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ვინც როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამის გამო სამუშაო ჯგუფში არდაშვება დისკრიმინაციულია. ISFED-მა გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო და მიუთითებდა იმაზე, რომ თანამშრომლობისთვის მზად იყო როგორც ოპოზიციასთან, ისე “ქართულ ოცნებასთან”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს