ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ევროკავშირის დელეგაცია ჩაერთვება და თვალყურს მიადევნებს პროცესს პარლამენტში, გავაგრძელებთ მაღალ დონეზე შეხვედრებს ყველა მხარესთან, მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ჩვენ განვიხილავდით რეფორმების პროცესს პარლამენტში, კერძოდ, სასამართლო რეფორმას, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ რეფორმის ძალისხმევას და ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პრიორიტეტის სხვა ასპექტებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპსმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობის პროცესი ინკლუზიური იყოს და მასში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ.

„ჩვენი გზავნილი არის ის, რომ პარლამენტში მუშაობისას პროცესთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიურობისკენ, მუშაობაში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ. შინაარსთან დაკავშირებით ჩვენ მივყვებით ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელიც ოფიციალურად ორი დღის წინ დამტკიცდა. ჩვენ ასევე მივყვებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სასამართლო, ასევე საარჩევნო სფეროში. ჩვენ ასევე დავეყრდენით წინადადებებს ამ ორგანიზაციებიდან, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან, შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით და მათ შემოგვთავაზეს, გადაგვეხედა კანონპროექტისთვის ყველა ამ მნიშვნელოვან ასპექტებზე და ჩვენ მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ყველა რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებზე მუშაობის კონტექსტში.

„ევროკავშირის დელეგაცია ჩაერთვება და თვალყურს მიადევნებს პროცესს პარლამენტში, გავაგრძელებთ მაღალ დონეზე შეხვედრებს ყველა მხარესთან, მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს