ოპოზიციის განცხადებით, სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე დარჩა

ოპოზიციის განცხადებით, სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე დარჩა. მასთან ერთად გაუქმდა 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა, "ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის, გიორგი გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და კომისიების არჩევის შესახებ განკარგულებების გაუქმებას ითხოვდა.

„9-23 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო უპრეცედენტო, უკანონო გადაწყვეტილება. კვორუმის არარსებობით კანონდარღვევით, ასევე პროცედურების დარღვევით მიღებულ იქნა 7 გადაწყვეტილება, მათ შორის უკანონოდ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა. შვიდივე გადაწყვეტილება გააუქმა სასამართლომ. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი მქონდა, დასაბუთებულ ფაქტებზე დაყრდნობით. პროცესები დაუბრუნდება 9 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას. გადაწყვეტილებების გაუქმებით, გაუქმდა ასვე დროებითი სამანდატო და დროებითი ხმის დამთვლელი კომისიების არჩევის საკითხი. ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი. შესაბამისად, ეს საკითხები საკრებულოს ხელახლა ექნება განსახილველი",- განაცხადა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ნათია ბოკუჩავამ.

გიორგი გახარიას პარტიის წევრის ედიშერ ბაღათურიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალაუფლების ყველა საშუალებით შენარჩუნებას ცდილობს. ბაღათურია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

„სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება რაც ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ დამოუკიდებელი სასამართლოსგან და ამ კუთხით ქვეყანას ბევრი სამუშაო აქვს. ამ ყველაფერს მივყავართ ავტოკრატიის ჩამოყალიბებისკენ, როცა მთავრობა ცდილობს ძალაუფლების მთლიანად შენარჩუნებას“, - განაცხადა ედიშერ ბაღათურიამ.

მას მიაჩნია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ 6 თვეა რაც სხდომა არ გამართულა, მთელ მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს რიგგარეშე შუალედური არჩევნები.

თავის მხრივ, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის წევრის ბორის სოსელიას თქმით, სენაკში როგორც საკრებულოს, ასევე მერის არჩევნები, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.

"ფაქტობრივად სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც დღევანდელ საქართველოში ღებულობენ. 17 დეკემბრიდან 9 თებერვლამდე 9 სხდომა იყო ჩანიშნული, არც ერთხელ არ მოვიდა" ქართული ოცნება" ,- განაცხადა ბორის სოსელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება" 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები. რამდენიმე კვირის წინ მანდატი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვახტანგ წურწუმიამ, რის გამოც თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა