გიორგი ვაშაძე - “სამართლიანი არჩევნების” დაბლოკვა არის ნათელი ლუსტრაცია, რომ “ოცნების” სამუშაო პროცესი ილუზიაა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ „დაბლოკვა“ არის ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამუშაო პროცესი ილუზიაა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად და პროცესი იმიტაციისთვის სჭირდება.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების" ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ეს არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს პროცესი სჭირდებათ იმიტაციისთვის, რომ შექმნან ილუზია თითქოს იმუშავეს, ყველაფერი გააკეთეს და ევროპამ უსამართლოდ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე.

ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფები გახსნილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის 12- პუნქტიან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ "სამართლიან არჩევნებთან" და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა მათი წინადადება იქნება ასახული და გაზიარებული ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტებში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა