"გალერია პალასში" ვეტერან ირაკლი ავალიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

სასტუმრო "გალერია პალასში", აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ირაკლი ავალიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 23 და ერთი - შვილის, ნიკო ავალიშვილის ნამუშევრები.

ასევე, დამთვალიერებლებს, შეუძლიათ, 31 აგვისტომდე ესტუმრონ ,,გალერი პალასს", ყოველ დღე, დილის 10:00-დან 21:00 საათამდე. ( მისამართი: პავლე ინგოროყვას # 5 )

"ირაკლი ავალიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 თებერვალს. ხელოვნებაში მისი გააქტიურება აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო. 1994 წლის 2 ოქტომბერს, ირაკლი ავალიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს, კოდორის ხეობაში მძიმედ დაიჭრა. სერიოზული მხატვრობა 1995 წლიდან დაიწყო, ომში მიღებული ემოციები დღემდე ტილოზე გადმოაქვს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ,,რომ არა ომი მე არ ვიფიქრებდი მხატვრობაზე."

მხატვარს შექმნილი აქვს 700-მდე ფერწერული ნამუშევარი, ჰქონდა 35 პერსონალური გამოფენა.მისი ფერწერული ნამუშევრები შეფასებულია ნიუ-იორკის "აგორა გალერიის მიერ, (brilliant colours). მდიდარი ფერთა გამით შესრულებული ემოციური ფერწერული ნამუშევრები წარუშლელ შთაბეჭდილებას მოგანიჭებთ.

ირაკლი ავალიშვილის მეუღლე, მარინა ახვლედიანი, ასავე, გალხდათ აფხაზეთის ომის მონაწილე. ჰყავთ მათ 6 შვილი 1 ქალიშვილი და 5 ვაჟი, რომელთაგან სამი მხატვარია. ირაკლი ავალიშვილის ნამუშევრები კერძო კოლექციებში: დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიასა და საქართველოშია დაცული", - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი