ზურაბ ჯაფარიძე - უზურპატორები გვასხედან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ

პარლამენტის წინ პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო აქტივისტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და პარტიის მხარდამჭერებთან საჯარო შეხვედრას მართავს.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის აქტივისტები, რომლებთანაც ის შეხვედრას მართავს, პარლამენტის წინ 5 თვის განმავლობაში აპროტესტებენ "იმ რეალობას, რომელიც არის ამ ქვეყანაში".

"სამოქალაქო აქტივისტებმა მთხოვეს შეხვედრა და მათ სავარაუდოდ აინტერესებთ ჩემი სამომავლო გეგმები. მნიშვნელოვანია გაერთიანება იმის გარშემო, რომ ერთნაირად უნდა ვხედავდეთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ უზურპატორები გვასხედან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა