ვოლოდიმირ ზელენსკი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოდ მოხვედრა  ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით შეუძლია

რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები აღნიშნული ტერიტორიიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა.

მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოდ მოხვედრა მხოლოდ უკრაინის თავისუფალი ტერიტორიის გავლით შეუძლია.

„არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოს მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მიღწევაში. მე და ბატონმა გუტერეშმა განვიხილეთ ამ მისიის პარამეტრები და ის ფაქტი, რომ მისიას შეუძლია ელექტროსადგურზე ძალიან სწრაფად და საკმაოდ უსაფრთხოდ მოხვედრა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით - და მხოლოდ ასე.

ის, ვინც ბირთვული შანტაჟის ორგანიზატორი იყო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასეთი მისიების „ტრანსპორტიორი“. რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოს წარმომადგენლები ელექტროსადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები მისი ტერიტორიიდან. მსოფლიოს აქვს ძალაუფლება ამის უზრუნველსაყოფად. თუ ის ამას არ უზრუნველყოფს, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ნაგავში გადავყაროთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტები. რუსეთი ანადგურებს ამ საერთაშორისო წესრიგს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა