ალექსანდრ დუგინი - უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ტერაქტის შედეგად ჩემი ქალიშვილი ჩემ თვალწინ, სასტიკად მოკლეს, თუმცა ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს

რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას პირველად გამოეხმაურა.

როგორც პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მისი შვილი "უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა" მოკლა.

"მოგეხსენებათ, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად, "ტრადიციის" ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა ჩემ თვალწინ, აფეთქებით სასტიკად მოკლეს. ის იყო მშვენიერი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.

ის გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის... თუმცა ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს. მათ ჩვენი ნების ჩახშობა ჩვენგან საუკეთესო და ყველაზე დაუცველთა მიმართ განხორციელებული სისხლიანი ტერორით სურდათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე უბრალო შურისძიებაა. ეს ძალიან მდაბიო და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, ამიტომ გთხოვთ, გაიმარჯვეთ!

მისი აღზრდა გმირად გვსურდა. დაე, ახლა მან შთააგონოს ჩვენი სამშობლოს შვილები გმირობისკენ“, - დაწერა ალექსანდრ დუგინმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია