თავდაცვის მინისტრი - ვფიქრობთ, რისკები შემცირებულია, იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით - ვერტმფრენის ჩართულობა კერებს 19 რიცხვშივე ვერ შეამცირებდა

ვფიქრობთ, რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, გუშინ იყო, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა არის მობილიზებული.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ სამომავლო რისკები შეგვეფასებინა, გადაწყვეტილება მიგვეღო, არის თუ არა აღნიშნულ ღონისძიებაში ჯარის ჩართვა საჭირო. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ საჭირო იყოს, ასევე, ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო სამუშაოებში ხანძრის გაჩენის პირველსავე დღეს ვერტმფრენი, თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს 19 რიცხვშივე ვერ შეამცირებდა.

„სტიქიას შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები ჰყავს, რომლებიც რისკს აფასებენ და შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებენ, თუ რა სახის ტექნიკაა იმ ეტაპზე საჭირო, რომ ჩაერთოს. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს 19-შივე ვერ შეამცირებდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის