არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მოხდა საპირისპირო და რადიკალურმა ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია

საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა - მოხდა საპირისპირო და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა, თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდა პოლარიზაცია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ცვლილება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და საზოგადოება დარწმუნდება, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის.

“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების მხარდაჭერით შეცვალა კონსტიტუცია და შემოიტანა ისეთი მექანიზმები, რომ კონსტიტუციის მარტივად შეცვლა ისე, თუ ვის როგორ მოუნდება, რომ მოარგოს საკუთარ ინტერესებს, არის შეუძლებელი. დღეს გვაქვს სტაბილური, ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და არ ვემხრობით აპრიორი, რომ დამატებითი ცვლილებების შეტანა მოხდეს. ცვლილებები, რომელიც განიხილება ეხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს. ეს ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ ის უნდა მომსახურებოდა დეპოლარიზაციას, ანუ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, საპარლამენტო პოლიტიკის გაძლირებას და ქუჩის პოლიტიკაზე უარის თქმას. ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად ამ დემოკრატიული ცვლილებებისა, მოხდა საპირისისპირო - “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა, თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდეს პოლარიზაციის და დაპირისპირების ხარისხი. ჯერჯერობით საზოგადოება და ხელისუფლება დაგვარწმუნეს საპირისპიროში, რომ თუ ამ ცვლილებას გავაკეთებთ, ისინი არათუ ამცირებენ დაპირისპირებას, არამედ პირიქით - ზრდიან პოლარიზაციის ხარისხს. ამიტომ თუ ეს ცვლილება როდისმე განიხილება, განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ და საზოგადოება დავრწმუნდებით, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს