გივი მიქანაძე განმარტავს საკითხებს, რაზეც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ

პოლიტიკური პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის საერთო რაოდენობა ნახევრდება და თითოეულ პარტიას წელიწადში, 30 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რაზეც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეთანხმება შედგა.

გივი მიქანაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება 13 პუნქტზე შედგა და თითოეულ მათგანზე შესაბამისი კანონპროექტები მომზადდება.

რაც შეეხება ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხს, - როგორც მიქანაძე აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საბოლოო პოზიციას სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე გააჟღერებს, რომელიც სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება.

"საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ის პუნქტები ჩამოთვალა, რაზეც შეთანხმება შედგა.

საოლქო საარჩევნო კომისიის შერჩევაზე შეზღუდვა დაწესდება, რომლის მიხედვითაც ბოლო 2 საერთო არჩევნებში ის ადამიანი, ვისი შერჩევაც მოხდება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი არ უნდა იყოს.

ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ პროფესიული ნიშნით დანიშნულ წევრების სერტიფიცრებაც მოხდეს, მსგავსად იმისა, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის პარტიის მიერ კომისიების დანიშნულ წევრებს ეხება.

ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისთვის დღეს არსებული ჯარიმა, რომელიც არის 2000 ლარის ოდენობის, გაორმაგდეს და 4000 ლარი გახდეს.

უბნის შედეგების გასაჩივრების ვადა 2-დან 3 დღემდე გაიზრდება.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დღეს მოქმედი კანონმდებლობით 30 დღის განმავლობაში უნდა დაუწესდეს და ეს ვადა შემცირდება და დაყვანილი იქნება 15 დღეზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირები დღეს სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან და ეს ნორმად ჩაიდება და მათ სერტიფიცირება ვალდებულად განესაზღვრებათ.

გადათვლის იმ შემთხვევაში თუ შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტინების და სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამს, არსებული ბიულეტინების რაოდენობას 5-ით აღემატება, ან 10-ით ნაკლებია, ვიდრე ეს რაოდენობა არის, ამ შემთხვევაში იმ უბის გადათვლაც განხორციელდება.

ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ჩვენ ღია ვართ და ჩვენი მხრიდან გაცხადდა პოზიცია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე დაფიქსირდება, რომელიც სავარაუდოდ, 15 სექტემბერს ჩატარდება.

თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედ მერს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის საერთო რაოდენობა დღეს მოცემული კანონმდებლობით არის მშპ-ს 0.1% დასაშვები, რაც ჯამურად არის 60 მილიონი ლარი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცენტი განახევრდეს და იყოს 0.05%, რის საფუძველზეც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას 30 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდის გარდა უნდა მიეცეთ საშუალება, რომ არასაარჩევნო პერიოდშიც მაქსიმალურად განახორციელონ თავიანთი აქტივობა. 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, რომ გამოითხოვონ სიები და სხვა დოკუმენტაცია, ამიტომ ეს რომ გავაფართოოთ, ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე დაკვირვების მიზნით საშუალება მიეცეთ, რომ ცესკოს სხდომებზე დასწრების მიზნით, არასაარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების გავლა შემოვიღოთ, რითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ იმისა, რომ ამ პროცესებში აქტივობის ჩატარება მოხდეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსში გარდამავალ დებულებებში რეგულირდება, რაც მიუთითებს იმას, რომ ეს არის ერთჯერადი ხასიათის ნორმა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს განვამტკიცოთ, ამიტომ ეს საკითხები უშუალოდ ძირითად კანონმდებლობაში გადმოვა, რაც მის მუდმივ ხასიათს უზრუნველყოფს.

შემდეგი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდა, რომლის მიხედვითაც გრეკო ითხოვს, რომ არსებული 2 თვიანი ვადა 3 წლამდე გაიზარდოს",- აცხადებს მიქანაძე.

მიქანაძის განცხადებით, იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კვოტირების შემოღებას უკავშირდებოდა, რაზეც სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა თქვა, რომ მოცემულობიდან გამომდინარე, რეალურად შეუსაბამობაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა