ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 46 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 400 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 46 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 400 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 936 ტანკს, 4 251 ჯავშანმანქანას, 1 040 საარტილერიო სისტემას, 272 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 202 ვერტმფრენს, 3162 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს