ლევან იოსელიანი - "ლელოს" და სხვა პარტიებს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა ექნებათ "ნაციონალური მოძრაობასთან", მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის

"ლელოს" და სხვა პარტიებს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა ექნებათ "ნაციონალური მოძრაობასთან", მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის შესახებ ნიკა მელიას განცხადებას. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, "ლელო" რაც უფრო ნაკლებად იქნება აფილირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან", საშუალება ექნება, საკუთარი იდენტობა გამოხატოს.

"უკეთესი იქნება, რადგან საშუალება ექნება გამოხატოს საკუთარი იდენტობა და არ აფილირდებოდეს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი დაუპირისპირდა, ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სამარცხვინოა.

“სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას”,- განაცხადა მელიამ.

“ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ვიდეოში ჩანს, რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა, რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!”- წერს ნიკა მელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა