გიორგი ვოლსკი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ბიონგ სუ სოს და კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს შეეხო.

„ვიმსჯელეთ ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის თემაზეც, როგორც გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, ასევე სხვადასხვა პლატფორმებზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა