სერგო ჩიხლაძე - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო -  ვეტო სწორი იყო

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, კიდევ ერთხელ აღნიშნა ის არამართებულობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ვეტო სწორი იყო, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების" გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ რამდენად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ხელმეორედ შეიტანს კანონს თუ დაძლევს ვეტოს.

„იმდენად ანტიდასავლური, ანტიეროვნული კურსი აირჩია, რომ პირიქით, „ჯინაზე“ დაძლევს ვეტოს და ძალაში დატოვებს ამ კანონს. კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ კრიტერიუმს. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ ფორმით, ამ კანონის მიღების დასაბუთება არ არის და მითუმეტეს, არანაირი დასაბუთება არ ყოფილა დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების. თუ დასაბუთება არ არის, რომ ეს კანონი საჭიროა, პირიქით, არის მტკიცებულებები, რომ ეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს უფრო ზღუდავს, ერთმნიშვნელოვნად, ამ კანონის საჭიროება არ არსებობს. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გააძლიეროს რეპრესიული აპარატი საქართველოში და გააძლიეროს ზეწოლა დემოკრატიულ ღირებულებებზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს