უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს იმ რაკეტების 45% აქვს დარჩენილი, რაც ომამდე ჰქონდა

რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ზღვარზეა და თითქმის არ არის რეზერვები ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის - კერძოდ, რთული ვითარებაა „კალიბრთან“, „ისკანდერთან“ და „კინჟალებთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით. დაახლოებით იმის 20%-ი, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა "კალიბრებთან" დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია“, - აღნიშნა სკიბიცკიმ.

მისი თქმით, რუსები, სავარაუდოდ, განადგურების სხვა მეთოდებს გამოიყენებენ. კერძოდ, ისინი ახლა აქტიურად იყენებენ „ურაგანსა“ და „სმერჩს“ - ეს არის ის, რაც იძლევა დაბომბვის საშუალებას მცირე, 70-80 კმ, მანძილზე და მაქსიმუმ 100 კილომეტრამდე. რაც შეეხება „კინჟალებს“, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთს ამ ტიპის სარაკეტო კომპლექსის მხოლოდ 30-40 ერთეული აქვს დარჩენილი.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს