ილია ღუდუშაურმა ქუთაისში სამედიცინო ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში, „ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა“ და „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, "ჩხობაძის კლინიკაში" მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერ მარინე ეგუტიასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, სასწრაფოს სერვისცენტრში კი 160 თანამშრომელი, ჯამში 42 ეკიპაჟი, გაუმჯობესებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში გააგრძელებს მუშაობას.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია