KIU-ს პროექტის  GET LOST WIZZAIR  მონაწილე 200 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი ეწვია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტად მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურის მონაწილე 200 სტუმრისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ვიზიტორები გაეცნენ რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს KIU-ს კამპუსი, საცხოვრებელი და სასწავლო სივრცე და სტრიტ არტის ნამუშევრები, ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს.

„ბლოგერების ვიზიტი პროექტის GET LOST WIZZAIR – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ფარგლებში ხორციელდება. მსგავსი მასშტაბის ინფო-ტური საქართველოში პირველად ეწყობა. ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ 100 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) 26-28 აგვისტოს მასპინძლობს. ისინი ამ დროის განმავლობაში რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ესტუმრებიან, რის შემდეგც მოხდება სხვადასხვა ვიდეორგოლის გადაღება და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე განთავსდება.

პროექტი, რომელიც მიზნად ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს, ქუთაისში DMO იმერეთისა და კომპანიის Wizz air Abu Dhabi-ს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა