მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მივიდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ონდერ ოსქალიფჩი მივიდა.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მთავარ გამოსაკვლევ საკითხებს სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მკურნალობის მიმდინარეობა წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტები ქვეყანას ხვალ დატოვებენ.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჟენევიდან მოწვეულია ცენტ „,ემპათიის“ მიერ, არის გაეროს ექსპერტი და დაგეგმილია პაციენტის გამოკვლევა, თუ შემდგომში მოესწრო, მისი სურვილია მივიდეს საგამოძიებო სამსახურში, რათა ნახოს ვიდეოჩანაწერები.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო ექსპერტი ერთვებიან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეჯერებული პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება სასამართლოსათვის. მთავარი საკითხია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიმდინარეობდა მისი მკურნალობა, ასევე შეფასდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ყოფნამდე. სამწუხაროდ, ისინი ხვალ დილით ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, ყველანაირად შეზღუდული ვართ დროში“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანის განცხადებით, ონდერ ოსქალიფჩისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტის, ერიკ გოლდსმიტის გარდა შესაბამის დასკვნაზე სამუშაოდ კიდევ სამი უცხოელი ექსპერტის ჩამოყვანა იგეგმება.

„დამატებითი საბუთები შეტანილი გვაქვს ორ ექსპერტზე, მესამესაც მივაწვდით, თუმცა ლიცენზიის გაცემაზე არავითარი სიახლე არ არის“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა