ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში, რაც დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე

ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში. ეს ასევე დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების“ დამსახურებით, საქართველოში უმუშევრობის დონე არის შემცირებული.

„რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უპრეცედენტო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები იზრდება. ივლისში 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, რამაც რეკორდული მოცულობა - 542 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, რასაც სჭირდება შენარჩუნება, გაძლიერება და აქტიურად მუშაობა.

4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე და ამ მაჩვენებელმა შეადგინა 18,1%. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - ეს რიცხვი 55 000-ით გაიზარდა.

ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 000 სოციალურად დაუცველი იქნა დასაქმებული. ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სატყეო თუ სხვა მიმართულებით და ამას სჭირდება უფრო მეტი გააქტიურება, ამ პროგრამაში მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, ანუ „ბიბი“ დონეზე შეაფასა სტაბილურობით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის. მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური დისპროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა და ბოლო 7 თვის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის უპრეცედენტო მსოფლიოში, მითუმეტეს ამ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ სხვა გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა დიდი უბედურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო