გიული ალასანია - დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას

დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უცხოელი ექსპერტების მოსაზრებაა, რომ სააკაშვილის „სხვა საქმეები უნდა გადაიდოს და მიეცეს ინტერვალი ადამიანს, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს“.

„ერთ-ერთი მათგანი, ორთოპედი, ნობელის პრემიის ლაურეატია, მას მიაჩნია, რომ ჩემი შვილი არის მისი კოლეგა. მოგეხსენებათ, ჩემი შვილიც ნობელის პრემიაზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარადგინეს, ამიტომ კოლეგას ეძახის. იციან მისი ბიოგრაფია და განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა.

ჩემი მოლოდინია, რომ ეს დასკვნა იქნება შესაბამისი იმისა, როგორიც გვქონდა ქართველი ექიმებისგან. დაავადებები, რომელიც მას აქვს, ისეთი სირთულისაა, რომ აქ რთულია მისი განკურნება. ამიტომ, მათი მოსაზრებაც არის, რომ სხვა საქმეები უნდა გადაიდოს და მიეცეს ინტერვალი ადამიანს, რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა