ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური, მათი სამედიცინო დეპარტამენტი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლა იმყოფება

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური, მათი სამედიცინო დეპარტამენტი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლა იმყოფება. ჩემი ჩართულობა, ჩემი კვალიფიკაციის ფარგლებში, ვფიქრობ არასწორი იქნება სამედიცინო ნაწილში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება კითხვას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, აზარაშვილმა უპასუხა: „ვფიქრობ [საზღვარგარეთ სამკურნალოდ] სააკაშვილის გადაყვანის ნაწილში მე მონაწილეობას არ უნდა ვიღებდე“.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ რა ვადებში შეისწავლის ჯანდაცვის უწყება უცხოელი ექიმების ლიცენზიის გაცემის საკითხს, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს და პროცესი არ ჭიანურდება.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ გრძელვადიანი საექიმო საქმიანობის უფლების მოთხოვნაზე რამე ჭიანურდება. გვიწევს წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალურად შესწავლა. ვადებს ვერ დაგიზუსტებთ. რეგულირების სააგენტო იხილავს ყველა ამ დეტალს. თუ ყველა დოკუმენტს მოიტანენ, რომელიც საჭიროა განხილვისთვის, მერწმუნეთ, არანაირი გაჭიანურება არ იქნება. 4 თუ 5 განცხადება იყო შემოსული და ნაწილი დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო