ბიძინა კულუმბეგოვი - შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს - სასურველია ტესტირების მაჩვენებელი გაიზარდოს

ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტზე დაყრდნობით შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდონ.

„პირადად მე, წინა 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, ვისაც ეს შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა