არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული - პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს

პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, - ამის შესახებ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩხრეკის პროცესს ბინის მეპატრონეც ესწრებოდა, რომელიც ყველაფერს თავად ხედავდა.

„პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, - აღნიშნა დავით კაკულიამ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის