გიორგი ხოჯევანიშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია

პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრაზე საუბარი იყო მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე.

„ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს უკიდურესად გამჭვირვალე პირობებში, უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა ჰქონდეს კანდიდატს.

ჩვენი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ისეთი კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციიდან „გირჩის“, „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა