გერმანული ჟურნალი Gour-Med-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველო მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია, - ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურა.

საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატიაში ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები და თბილისის დაარსების ისტორიაა აღწერილი.

გამოცემის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ვაზის 8 ათასწლოვან ისტორიას და ქვევრს.

„გურმანებმა იციან, იქ სადაც ღვინოა გემრიელ კერძებსაც ამზადებენ. ასეთი კი სწორედ საქართველოა. ამ ქვეყანაში ასობით წლის განმავლობაში მრავალფეროვანი კერძებით შეიქმნა ქართული კულინარიული კულტურა. საქართველოს რეგიონებში კერძებში არომატულ მცენარეებს იყენებენ, რაც ჩვენთვის უცნობია. რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და ასე იქმნება კერძები უნიკალური გემოთი“,-წერს Gour-Med-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ITB Berlin-ის პრესსპიკერის ჯულია სონემანის ინტერვიუა მოყვანილი, სადაც ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„საქართველომ მდგრადი ტურიზმის კონცეფციიდან გამომდინარე კონკურსში გაიმარჯვა, ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება გამოფენაზე. ITB Berlin იდეალური პლატფორმაა საქართველოს ამბიციური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ტურისტულ არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და ცნობადობის გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით“,-აცხადებს ჯულია სონემანი Gour-Med-თან ინტერვიუში.

https://gour-med.de/2022/08/georgien-das-land-fuer-entdecker-geniesser-und-naturliebhaber/

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა