„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს ხვდება

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასამთავრობო სექტორს ხვდებიან.

შეხვედრაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, უმრავლესობიდან კი მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე არიან წარმოდგენილი.

„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მოდელი. მისივე თქმით, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

„მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ეს არის მოდელი, რომელმაც მოქმედი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კარგად იმუშავა“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის დაწყების წინ.

ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკატერინე ციმაკურიძის შეფასებით კი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ურთიერთშეთანხმებით სახალხო დამცველის პოზიციაზე ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი, საქმეში ჩახედული და გამოცდილი ადამიანი უნდა შეარჩიოს.

ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის მაქსიმალური ჩართულობით წარმართვა.

„ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რა პროცესით შეარჩევს კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი. მაქვს მოლოდინი და ამ კუთხით ვმუშაობთ, რომ პროცესი იყოს ობიექტური. შესათავაზებელი კანდიდატურა მაქსიმალური ჩართულობით უნდა შეირჩეს“, - განაცხადა ციმაკურიძემ.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ახალი სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო ომბუდსმენის წარდგენის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა