მიხეილ სარჯველაძე - სამართლიანი არ მგონია არასამთავრობოების კანდიდატი იყოს მავალდებულებელი ყველა პოლიტიკოსისთვის - არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება გვიკარნახოს და გვითხრას - „მხოლოდ ეს იქნება შენი არჩევანი“

ვეცდებით ყველას პოზიცია აისახოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, ვინმეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება გვიკარნახოს და პოლიტიკოსებს გვითხრას - „მხოლოდ ეს იქნება შენი არჩევანი“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მისაღებია მათთვის იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი დაასახელებს.

სარჯველაძის განცხადებით, 1-ელ სექტემბრამდე საზოგადოებას შესთავაზებენ პროცედურებს, რომლის მიხედვითაც აირჩევენ სახალხო დამცველს.

„მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატებზეა გადანაწილებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ, საუკეთესოდ შეფასების კრიტერიუმად კი გამოდგება მხოლოდ ერთადერთი რამ, რაც ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო, სასარგებლო ჩვენი ხალხისთვის. არ ვიცი, ამ ფონზე რატომ უნდა იყოს შეზღუდული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან მათი ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატი იყოს მავალდებულებელი უკლებლივ ყველა პოლიტიკოსისთვის. ეს მაინც და მაინც სამართლიანი არ მგონია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორს ხვდება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პოზიციაა, („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“), რომ მხარი არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭირონ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა