„მოქალაქეები“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოდიან

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოდიან.

მათ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება და შესაბამისად, კენჭისყრის შედეგები საჯარო იქნება.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განმარტა, სახალხო დამცველის ასარჩევად, რაც თავის მხრივ 90 დეპუტატის ხმის მობილიზებას გულისხმობს, „ქართულ ოცნებას“ სულ რამდენიმე ხმა აკლდება. მისივე თქმით, ფარულობის პირობებში მარტივი იქნება საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა, რომ ვერ პასუხობდეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას - სახალხო დამცველის კანდიდატზე კონსენსუსი შედგეს.

„ყველასთვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია სახალხო დამცველის არჩევის წესი და პროცესის გამჭვირვალობა, რათა ინკლუზიურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაისვას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას გულისხმობს უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები იყოს ღია. „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის ასარჩევად სულ რამდენიმე ხმა აკლდება. გამომდინარე აქედან ფარულობა ხელს უწყობს პროცესს, რა დროსაც შეიძლება 90 ხმა ისე მობილიზდეს, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ მისცა ხმა სახალხო დამცველის კანდიდატურას და ვინ შეიკავა თავი. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაიცვას და თქვას, ვის რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო