სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი - როცა სამსახურიდან წამოვედი და იარაღი ჩავაბარე,  ვაზნები არ გამხსენებია - დამავიწყდა დაბრუნება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი, ალექსანდრე სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული გირაო სამომავლოდ პატიმრობით შეიცვალოს. ამის შესახებ სამხარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამათ ხელშია ყველაფერი, საგამოძიებო უწყებებიც, შსს და სუს-იც. სხვათა შორის, გუშინაც ველოდებოდი იმას, რომ შესაძლოა, დავეკავებინე, მაგრამ ისე მოხდა, რომ გუშინ გამოვედი ბრალდებულის სტატუსით. დღესაც ველოდებოდი, რომ დამაკავებდნენ, მაგრამ გირაო შემიფარდეს. მოგეხსენებათ, მე ვიყავი სუს-ის თანამშრომელი, მქონდა საშტატო იარაღი. დაცვის წევრები, უბრალო თანამშრომლებიც ყოველთვიურად მივდიოდით და გამოგვქონდა ტყვიები. ზოგს იქვე ვხარჯავდით, ზოგი სავარჯიშოდ იყო განკუთვნილი და ა.შ. ტყვიები სამსახურიდან ბოლოს 2018 წელს გამოვიტანე და მას შემდეგ სახლში მქონდა. როდესაც სამსახურიდან წამოვედი და ჩავაბარე იარაღი, ეს ვაზნები საერთოდ არ გამხსენებია, დამავიწყდა დაბრუნება“, - განაცხადა ალექსანდრე სამხარაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალექსანდრე სამხარაძეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა