თეა ახვლედიანი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში მიროსლავ იენჩას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში მიროსლავ იენჩასთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის თანაშემწეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაერო-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მცდელობები.

ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაერო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშვიდობო პროცესში ქალთა და ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ გამოხატა მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და ამ და სხვა საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა