კელი დეგნანის განცხადებით, ვენეციის კომისიის მოსაზრება, ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონზე, ძლიერი და ცალსახაა, რომელიც მიუთითებს, რომ განხორციელებული ცვლილებისთვის არ იყო საკმარისი საფუძველი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვენეციის კომისიის მოსაზრება ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, არის ძლიერი და ცალსახა, რომელიც მიუთითებს, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებისთვის არ იყო საკმარისი საფუძველი.

როგორც ელჩი განმარტავს, ეს არ არის საქართველოსკენ მიმართული კრიტიკა, არამედ არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანას კანონმდებლობის დახვეწაში უნდა დაეხმაროს და ამ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლების დაცვა.

„როდესაც გვაქვს ასეთი სახის საკონსულტაციო პროცესები, მეტი ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის უკანასკნელი მოსაზრება ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, იყო შესაძლებლობა, რადგან მოსაზრება თავის მხრივ არის ძლიერი და ცალსახა, რომ მეტად ინკლუზიური მიდგომა მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისიის მოსაზრება არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასება, იმის შესახებ, რამდენად წარმოადგენს ეს ცვლილებები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა პარლამენტის მიერ ივნისში, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტურ დაცვას. ეს არის ძალიან ძლიერი და ცხადი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე, რაც არის პირადი ცხოვრების უფლება. მოსაზრება, რომელიც მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტმა, ასკვნის, რომ არასაკმარისი ახსნა და გამართლება აქვს ამ შესწორებებს. ეს შესწორებები აფართოებს მიზეზებს საქართველოს მოსახლეობის მიყურადებისთვის, ის აფართოებს ხანგრძლივობას, რა პერიოდში შეუძლია ხელისუფლებას ფარული მიყურადება და ის, ასევე, ახანგრძლივებს დროს, როდის შეუძლია ხელისუფლებას გაამჟღავნოს, რომ ის უსმენს ვინმეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გასულ სექტემბერს სასულიერო პირების, დიპლომატების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მასობრივი არალეგალური მოსმენების ფონზე. ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის წარმართვის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა უკეთესი კანონის შემუშავებაში. ეს არ არის საქართველოსკენ მიმართული კრიტიკა, ვენეციის კომისიის მოსაზრება და მსგავსი მაგალითები არის შესაძლებლობა, რათა დაეხმაროს საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, რათა უზრუნველყოს, სამართლებრივი დაცვა ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. გარდა ამისა, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს