მამუკა მდინარაძე - ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, სამწუხაროდ, ეს განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა -  შეუძლებელია, რომ დავით ბაქრაძე რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს

ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, სამწუხაროდ, ეს განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა -შეუძლებელია, რომ დავით ბაქრაძე რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ელჩ დავით ბაქრაძეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ბაქრაძე ამას არ იმსახურებს და ამიტომ, როცა პრეზიდენტი ამას აკეთებს, "სხვა რამეშია საქმე".

„ბაქრაძე არის გამოცდილი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი დიპლომატი, საკმაოდ შედეგიანი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე. იმიტომ, რომ პრეზიდენტს პირადად რაღაცის გამო არ მოსწონდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას პიროვნულად და საქართველოს, რომელსაც ის ასეთ მაღალ ტრიბუნაზე წარმოადგენს სამომავლოდ, ნიშნავ და მოდი, ასეთ რეპუტაციულ ზიანს საკუთარ ქვეყანას მაინც ნუ მიაყენებ. რომც იმსახურებდეს, ალბათ, პრეზიდენტმა ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს და როცა ამას არ იმსახურებს და პირიქით - ადამიანი შექებას იმსახურებს, მაგრამ საპირისპიროს რომ აკეთებ, აქ ცოტა სხვა რაღაცაშია საქმე,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა