ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოზიციაზე თავის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა კრიტერიუმები, რაზეც ის საუბრობს, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია

ISFED-თან დაკავშირებით რა პრობლემაც შეიქმნა, აღარ უნდა იყოს დღის წესრიგში და ის უნდა მონაწილეობდეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესში, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის მიერ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არანაირ კითხვას არ უნდა იწვევდეს, ვინ რატომ არის ან რატომ არ არის დაშვებული ამ პროცესში.

„მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მას არ ეყოლება თავის კანდიდატი. კრიტერიუმები, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. ალბათ, როცა ცვლილებებს დაარეგისტრირებენ და პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, უფრო გასაგები გახდება, მაგრამ ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ საშუალება წარადგინონ კანდიდატი და კანდიდატების წარდგენაზე არ იყოს არანაირი შეზღუდვა. კანდიდატების სიმრავლე იქნება საშუალება, რომ ამოვარჩიოთ საუკეთესო. პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული გამონაკლისის გარეშე. ISFED- თან დაკავშირებით რა პრობლემაც შეიქმნა, აღარ უნდა იყოს დღის წესრიგში და ის უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში. არანაირ კითხვას არ უნდა იწვევდეს, ვინ რატომ არის და რატომ არ არის დაშვებული ამ ჯგუფში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვით გაიწერება კრიტერიუმები. კანდიდატის შეფასების წესი პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრძანებით გამოიცემა. მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადის შემოტანა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე და მათ შემდეგ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.

კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ 7 კანდიდატურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო